რა არის SEO? SEO – Search Engine Optimization ანუ ვებ გვერდის საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაცია არის სრული პროცესი, რომელიც გვეხმარება გავხადოთ ჩვენი ვებ გვერდი საძიებო სისტემებისთვის მისაღები და მივაღწიოთ მისი პირველ პოზიციებზე წარმოჩენა.
მსოფლიოში რამდენიმე პოპულარული საძიებო სისტემაა, თუმცა უპირობო ლიდერი თითქმის მთელი მსოფლიოს მაშტაბით Google გახლავთ. სტატისტიკის მიხედვით საქართველოშიც ყველაზე ხშირად მონახულებადი საიტი სწორედ www.google.com არის.
ანუ SEO არის საიტის Google-ს მოთხოვნებზე მორგება და მიზანია რაც შეიძლება მაღალი პოზიცია დაიკავოთ. ეს არ არის ავტომატური და ხანმოკლე პროცესი, ხარისხიან SEO-ს საკმაოდ ხანგძლივი მუშაობა ესაჭიროება.
Table of Contents
SEO ეტაპები
ვინაიდან SEO საკმაოდ კომპლექსური და ხანგძლივი პროცესია, ცხადია იგი შედგება რამდენიმე ეტაპისგან. ეს ეტაპებია: ტექნიკური SEO – რაც გულისხმობს ვებ გვერდის ტექნიკურად გამართვას და ადამიანებისთვის და საძიებო სისტემების რობოტებისთვის გასაგებ სტრუქტურას. თუ ვებ გვერდი ტექნიკურად გაუმართავია, ნელა იტვირთება, არ აქვს სტრუქტურა, სათაურები არაა გასაგებად გაწერილი, მაშინ ყველა მცდელობა ამაო იქნება.
შემდეგი ეტაპია On page SEO. აქაც საქმე გვაქვს თვითონ ვებ გვერდის შინაარსთან და სტრუქტურასთან. Content is the king არის ასეთი გამოთქმა SEO სამყაროში, რაც ნიშნავს, რომ თუ კი ჩვენ გვინდა ჩვენი ვებ გვერდის წინ წაწევა, იგი შინაარსობრივად უნდა იყოს ღირებული მომხმარებლისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ ნიშაში ვებ გვერდი იყოს ავტორიტეტული, მოიცავდეს სანდო და ღირებულ ინფორმაციას. ასევე ძალიან სასურველია, რომ ვებ გვერდზე იყოს სათანადო მედია მასალები – ფოტოები, ვიდეოები.
Off page SEO – ეს კი ბოლო ეტაპია, რომელიც მოიცავს გვერდის პოპულარობის და ავტორიტეტულობის გაზრდას. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ეტაპი მოიცავს სხვა ვებ გვერდებზე ჩვენი ვებგვერდის ბმულების შექმნას. ამ საქმეში კი დიდი სიფრთხილეა საჭირო. არსებობს უამრავი ისეთი საიტი, სადაც ბმულის განთავსება არაა რთული,მაგრამ საზიანო უფროა ვიდრე სასარგებლო. ფასეულია ბმულები ისეთ საიტებზე, რომლებიც ახლოსაა ჩვენი საიტის თემატიკასთან. ამ საკითხში ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რათა ე.წ. link building წაადგეს ჩვენს საქმეს და არ დააზიანოს.
რა არის ლოკალური SEO
თუ კი თქვენი ბიზნესი მოიცავს რაღაც კონკრეტულ ლოკაციას, მაგალითად რესტორანი, საცხობი, ან ფიზიკური მაღაზია, მაშინ თქვენთვის ლოკალური SEO ძალიან მნიშვნელოვანია. მარტივად რომ ვთქვათ, ლოკალური SEO ემსახურება კლიენტის მოყვანას არა მხოლოდ თქვენს ვებ გვერდზე, არამედ თქვენს რესტორანში, ოფისში თუ მაღაზიაში. ასეთ SEO-ს თავისი ნიუანსები აქვს, როგორიცაა ობიეტის Google Map-ზე დამატება, Google my business პროფილის შექმნა, ვერიფიცირება და გამართვა. ვებ გვერდზედასოციალურ ქსელებში თქვენი ბიზნესის მისამართის და ტელეფონის მითითება თვალსაჩინო ადგილზე და ა.შ.
სოციალური ქსელები და SEO
სოც ქსელებში საიტის პროფილის არსებობა თითქოს და არ ახდენს პირდაპირ გავლენას SEO-ზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია. კლიენტების მოზიდვის და კომუნიკაციის მარტივად დასამყარებლადაც პოპულარულ სოციალურ ქსელებში პროფილების შექმნა და წარმართვა ძალიან კარგია. პოტენციური კლიენტი უნდახედავდეს, რომ თქვენი ბიზნესი ცოცხალი და აქტიურია.
რომელ სოც ქსელებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება? საქართველოში უდავო ლიდერი არის Facebook, ამასთან ერთად პოპულარობას იძენებ Instagram და Tiktok. უკანასკნელი განსაკუთრებით აქტუალურია, თუ თქვენი სამიზნე აუდიტორია ახალგაზრდაა, თუმცა საშუალო ასაკის ხალხშიც ეს სოც ქსელი მეტ და მეტ პოპულარობას იძენს. ხოლო თუ თქვენი მიზანია სხვა ბიზნესების მფლობელების დაინტერესება, მაშინ LinkedIn არ უნდა გამოგრჩეთ.
რას წარმოადგენს SEO მომსახურება
როგორც უკვე ვნახეთ SEO შედგება კომპლექსური ღონისძიებებისგან. როდესაცთქვენ ქირაობთ SEO სპეციალისტს, პირველ რიგში მან უნდა ჩაატაროსთქვენი ვებ გვერის სრული აუდიტი. ამის შედეგად გამოავლინოს ტექნიკური ხარვეზები და ან თავად აღმოფხვრას, თუ კი ეს მარტივი ხარვეზებია, ან პროგრამისტთან ერთად იმუშავოს აღმოფხვრაზე.
საიტი უნდა იტვირთებოდეს სწრაფად. ინტერფეისი უნდა იყოს ლოგიკური, მარტივი, გასაგები და მომხიბვლელი.
შემდეგ ეტაპზე სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს საიტის კონტენტის ანალიზი, და თქვენი ნიშის შესაფერირი საძიებო სიტყვების ანალიზი. ამ ყველაფრის საფუძველზე უნდა შეიქმნას გეგმა – თუ რა სახისკონტენტია დასამატებელი საიტის ავტორიტეტის გასაზრდელად. ამ ეტაპზე უკვე საჭიროა კარგი ქოფი რაითერის – ანი მწერალის ჩარევა, ვინც მოცემულ თემატიკაზე დაწერს აღწერებს, ბლოგის პოსტებს და ა.შ. საკვანძო სიტყვების სწორი გამოყენებით და გრამატიკულად გამართულად.
ტექსტები ადვილი წასაკითხი უნდა იყოს ადამიანისთვის. მომხმარებელი პირველივე სიტყვებიდან უნდა ხვდებოდეს რაზეა ტექსტი. რობოტიც უნდა ხვდებოდეს რა თემაზეა საუბარი – ამისთვის საჭიროა საკვანძო სიტყვების სწორად გამოყენება.
შემდეგი ეტაპია უკვე Off page SEO, რაც ყველაზე საფრთხილო და შესაძლოა ძვირად ღირებული აღმოჩნდეს. ასევე სოც ქვესების გამართვა დალოკალური SEO.
საშუალოდ SEO მომსახურება მოიცავს 3-6 თვეს. არ უნდა ელოდოთ შედეგს მუშაობის პირველივე კვირებში, და გახსოვდეთ ეს კომპლექსური სამუშაოა და დიდ მოთმინებას მოითხოვს.