რა არის ციფრული მარკეტინგი?

ციფრული მარკეტინგი არის მარკეტინგის ნაირსახეობა, რომელიც იყენებს ინტერნეტს და ციფრულ ტექნოლოგიებს რათა მომხმარებლებს დაუკავშირდეს.

თანამედროვე ციფრულ სამყაროში, ციფრული მარკეტინგის საშუალებით ხდება ბრენდის ცნობადობის გაზრდა, ასევე სხვადასხვა პროდუქტისა თუ სერვისის პოპულარიზაცია და გაყიდვების სტიმულირება.

ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, ციფრულ მარკეტინგზე მოთხოვნა მაღალია. დღევანდელი მდგომარეობით, მილიარდობით ადამიანს აქვს ინტერნეტზე წდვომა მთელი მსოფლიოს გარშემო.

ციფრული მარკეტინგის 5 ფორმა რომელსაც ჩვენ გთავაზობთ

ს არის ვებგვერდის ოპტიმიზაცია. მისი წყალობით შესაძლებელია საძიებო სისტემის შედეგების გვერდებზე უფრო მაღალ რანგში მოხვედრა.

სავარაუდოდ შეგიმჩნევიათ, როდესაც თქვენ რამეს ეძებთ იქნება ეს “Google Search” თუ “Bing” საძიებო სისტემებში, უამრავ ვარიანტებს აწყდებით. მომხარებელთა უმეტესობა, მხოლოდ რამდენიმე ვარიანტს ეცნობა ხოლმე.

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტებს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის საშუალებით შეუძლიათ ამ პროცესში ჩარევა.

ოპტიმიზაციის საშუალებით იზრდება ვებგვერდის ორგანული ტრაფიკის რაოდენობა. შედეგად, კომპანიებს უფრო ნაკლები დანახარჯის გაწევა უწევთ მომხმარებლებისთვის მათი ვებგვერდის ან სხვა კომუნიკაციის საჩვენებლად.

კონტენტ მარკეტინგი (content marketing)

ონტენტი მარკეტინგი კარგი საშუალებაა მიზნის მისაღწევად. კონტენტ მარკეტინგის საშუალებით კომპანიებს შეუძლიათ სამიზნე აუდიტორიის მოზიდვა სპეციალურად მათთვის შექმნილი კონტენტით.

კონტენტ მარკეტინგის მთავარი მიზანი პროდუქციის გაყიდვა არ არის. მისი დანიშნულებაა ბრენდის ცნობადობის გაზრდა პოტენციურ მომხმარებლებს შორის.

აღსანიშნავია რომ კონტენტ მარკეტინგი გამოიყენება როგორც ციფრულ მარკეტინგში, ისე ტრადიციულ მარკეტინგში. ის ფართოდ გამოიყენება ეგრეთ წოდებული inbound marketing-ის შემთხვევაში. შემომავალი მარკეტინგი inbound marketing ინგლისურად, ცდილობს საინტერესო კონტენტით მომხმარებლის მოზიდვას და ბრენდის ცნობადობის გაზრდას.

ელექტრონული ფოსტის მარკეტინგი (email marketing)

ლექტრონული ფოსტის მარკეტინგი მომხმარებლებთან დასაკავშირებლად იყენებს ელექტრონულ წერილებს. მიზნის მისაღწევად, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტები იმ მომხმარებელს უგზავნიან ელექტრონულ წერილებს, ვინც თანხმობა განაცხადა ინფორმაციის მიღებაზე ფასდაკლებებთან და ახალ მომსახურებასთან დაკავშირებით.

რაც მნიშვნელოვანია, ელექტრონული ფოსტის მარკეტინგს შეუძლია ბრენდი უფრო პოპულარული გახადოს პოტენციურ მომხმარებლებს შორის. ასევე, მისი საშუალებით ციფრულ მარკეტერებს შეუძლიათ კონკრეტულ კლიენტზე გათვლილი წერილის გაგზავნა, რათა შეატყობინონ თუ რას სთავაზობენ მას.

ყოველ დაჭერაზე გადახდა (PPC-pay-per-click)

ოველ დაჭერაზე გადახდა საინტერესო ვარიანტია. კომპანია ფულს უხდის გამომცემელს, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი რეკლამაზე დააკლიკებს.

უმეტეს შემთხვევაში, გამომცემელი არის ვებსაიტის მფლობელი, საძიებო სისტემის ოპერატორი, ან სოციალური მედია პლატფორმა. მაგალითად, Facebook.

მომხმარებლები ხშირად ხედავენ სარეკლამო ბანერებს. ზოგიერთი ბანერი განთავსებულია ვებგვერდის თავში, ზოგიერთი კი გვერდზე.

რეკლამა იმ შემთხვევაშიც შეიძლება გამოჩნდეს, როდესაც მომხმარებელი კონკრეტულ საკვანძო სიტყვას ეძებს საძიებო სისტემაში.

სოციალური მედიის მარკეტინგი (social media marketing)

ოციალური მედიის მარკეტინგი ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი ფორმაა. ის იყენებს სოციალურ მედიას მომხმარებელთან კავშირის დასამყარებლად. სოციალური მედიის მარკეტინგს მნიშვნელოვანი ადგილია უკავია ციფრული მარკეტინგის სამყაროში.

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად იყენებს სოციალურ ქსელებს.

ციფრულ მარკეტერებს კარგად აქვთ გააზრებული სოციალური მედიის როლი კომპანიის წარმატებაში. სოციალური მედია პლატფორმები ფართო აუდოტორიაზე გასვლის საშუალებას იძლევიან.

მინიმუმ ერთგვერდიანი ვებგვერდი უკვე ფაქტობრივად ყველა კომპანიას აქვს. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ციფრული მარკეტინგის დახმარებით, ნაკლებად ცნობილ კომპანიას შანსი აქვს სახელი გაითქვას და კლიენტები მოიზიდოს, კოლოსალური დანახარჯების გარეშე.

დაგვიკავშირდით

577 334 704
service@web-seo.ge

განვიხილოთ რა ნაბიჯების გადადგმა გჭირდებათ თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის ციფრულ სივრცეში.