რა არის WordPress

რა არის WordPress – ყველაზე ფართოდ გავრცელებული კონტენტის მართვის სისტემა.

თუ ჩვენ განდავწყვიტეთ ვებ გვერდის შექმნა, პირველი გასაკეთებელი არჩევანი არის დავწეროთ საკუთარი ძრავი თუ გამოვიყენოთ ბაზარზე არსებული რომელიმე CMS.

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პირველ რიგში განვიხილოთ თანამედროვე ვებ გვერდების არქიტექტურა. დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა სტატიკური ვებ გვერდები, რომლის დასაწერად მხოლოდ HTML-ს ცოდნა იყო საჭირო. თანამედროვე დინამიური ვებ გვერდები საკმაოდ რთული სტრუქტურით გამოირჩევა და HTML/CSS-ის გარდა საჭიროა JavaScript და PHP ცოდნაც.

საბედნიეროდ ბაზარზე არსებობს საკმაოდ ბევრი CMS ანუ Content Management System, რაც საქმეს ბევრად ამარტივებს და დანახარჯებს საგრძნობლად ამცირებს.

რა არის CMS ?

CMS

რადგან უნდა ვუპასუხოთ კითხვას რა არის WordPress, ჯერ განცეთ პასუხი კითხვას – რა არის CMS.

Content Management System ანუ კონტენტის მართვის სისტემა არის მზა საიტის ძრავი. ასეთი სისტემები საშუალებას გვაძლევენ ავაწყოთ ჩვენთვის სასურველი ვებ გვერდი პროგრამირების ღრმა ცოდნის გარეშე, თუმცა დეველოპერმა მაინც უნდა იცოდეს სისტემის არქიტექტურა და აგებულება. ჩვენ ვიღებთ მზა ჩონჩხს რომელსაც ვასხამთ ხორცს და ვაძლევთ საბოლოო სახეს.

CMS-ები განსხვავდება ამოცანების მიხედვით. მაგალითად არსებობს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებზე მორგებული სისტემები, ან ზოგადი სისტემები, რომლის მორგებაც თითქმის ნებისმიერ საჭიროებაზე შეიზლება დამატებითი ფლაგინების მეშვეობით.

ყოველთვის ჯობია მზა CMS-ის გამოყენება, თუ კი საიტის ამოცანა არაა ძალიან ვიწრო სპეციფიკის. ახლავე აგიხსნით რატომ.

საკუთარი სისტემის შესაქმნელად გვჭირდება მართლა ძალიან ძლიერი პროგრამისტების გუნდი. შემდეგ ამ გუნდთან მუდმივი თანამშრომლობა, რადგან საიტს დასჭირდება განახლებები, უსაფრთხოების შემოწმება და ა.შ. თუ არსებულ პროგრამისტთან რაღაც მიზეზების გამო შევწყვიტავთ თანამშრომლობას, და მოგვიანებით სხვა პროგრამისტს ვიქირავებთ საიტის გასაახლებლად, მას ფაქტიურად თავიდან დასჭირდება საიტის გადაწერა. ეს ყველაფერი ძალიან დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული.

პროგრამული მხარის გარდა არსებობს კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი – SEO  ოპტიმიზაცია. მზა CMS-ების ოპტიმიზაცია სტანდარტული მეთოდებით ხდება, და თუ ჩვენ ვქირაობთ SEO სპეციალისტს ან სააგენტოს, მათთვის უფრო მარტივია მიზნის მიღწევა დეველოპერების მინიმალური ჩარევით. ხოლო სხვა შემთხვევაში SEO სპეციალისტს მოუწევს დეველოპერთან ერთად მუშაობა, რაც ასევე საკმაოდ ზრდის ხარჯებს.

რა არის WordPress?

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ბაზარზე საკმაოდ ბევრი CMS არსებობს. ვორდპრესიც ერთ-ერთი მათგანია. დრესდღეისობით ინტერნეტში არსებული საიტების 40% სწორედ ვორდპრესს იყენებს. ვორდპრესი არა მხოლოდ ყველაზე პოპულარული, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ძველი და უნივერსალური სისტემაა. თავად სისტემა სრულიად  უფასოა და  GPLv2   ლიცენზიით ვრცელდება. თუმცა არსებობს უამრავი ფასიანი პლაგინები და პრემნიუმ თემები.

პლაგინების და თემების ასეთი ფართო არჩევანიც არის ვორდპრესის ასეთი პოპულარობის მიზეზი. რთულია ამოცანის მოძებნა, რომლის შესრულებაც არ შეიძლება შესაბამისი თემებით და პლაგინებით.

თუ ჩვენ მარტივი ბლოგის აწყობა გვსურს, მაშინ ვორდპრესზე ბლოგი, ნებისმიერი უფასო თემით ახალბედასათვისაც არაა რთული ასაწყობი, თუმცა რაც უფრო რთულდება და იხვეწება ამოცანა, მით უფრო მეტ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს საიტის აწყობა. ჩვენს ამოცანაზე ორიენტირებული პლაგინისდ და თემის არჩევა, სწორად კონფიგურაციააა, ხშირად კი შვილობილი თემის შექმნაც საკმაოდ დიდ კვალიფიკაციას საჭიროებს.

WordPress.org თუ WordPress.com

მომხმარებლებში შეიძლება ამ ორი დომეინის არსებობამ დაბნეულობა გამოიწვიოს. ახლავე აგიხსნით რა განსხვავებაა .org და .com დომეინებს შორის. WordPress CMS-ის გვერდი, საიდანაც შეგვიძლია იგი გადმოვწეროთ არის WordPress.org. აქვე შეგვიძლია ვნახოთ უფასო პლაგინების და თემების ფართო არჩევანი, დოკუმენტაცია, მომხმარებელთა მხარდაჭერა და ფორუმი.

WordPress.com კი არის ვორდპრესის ბაზაზე ბლოგების პლატფორმა. აქ თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ შექმნათ ბლოგი ან ძალიან მარტივი ვებ გვერდი, ყოველგვარი პროგრამირების ცოდნის გარეშე. პლატფორმა იყენებს ვორდპრესს, თუმცა ძალიან შეზღუდული ფუნქციონალით. საბაზისო პაკეტი უფასოა, თუმცა ნებისმიერი დამატება ფასიანია. აქ შეუძლებელია საიტის ზუსტად თქვენს საჭიროებებზე მორგება და მართვა. გამოდგება მხოლოდ ბლოგერებისთვის.

ვორდპრესის ფლაგინები და თემები

რა არის ვორდპრესი – ყველაზე პოპულარული cms – თემა ამოუწურავი იქნებოდა რამდენიმე სიტყვით რომ არ გვესაუბრა პლაგინებზე და თემებზე.

თავად წორდპრესის ძრავი ყოველგვარი დამატების გარეშე, საკმაოდ მწირ ინსტრუმენტებს გვაძლევს ჩვენი საჭიროებისთვის მორგებული ვებ გვერდის შესაქმნელად. ამიტომ, ნებისმიერი დამატებითი ფუნქციონალისთვის საჭიროა პლაგინების დამატება. საბედნიეროდ პლაგინების ნაკლებობას ვორდპრესი არ უჩივის. არის ძალიან ბევრი უფასო და ფასიანი პლაგინი. ბევრ პლაგინს აქვს უფასო ვერსია და ფასიანი დამატებები.

თემა არის საიტის დიზაინი. ვორდპრესს მოყვება სტანდარტული უფასო თემა, რომელიც სესაძლოა არც ისე მომხიბვლელი იყოს და რა თქმა უნდა საკმაოდ შეზღუდული ფუნქციონალი აქვს. ამიტომ შეგვიძლია გადავხედოთ არსებულ უფასო თემებს, ხოლო თუ კი უფრო დახვეწილი და მოქნილი დიზაინი და ფუნქციონალი გვინდა,  მაშინ შეგვიძლია ვნახოთ პრემიუმ ფასიანი თემები.

საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია დეველოპერს დავუკვეთოთ როგორც პლაგინის დაწერა, ასევე თემის შექმნა ჩვენი მოთხოვნილებებისთვის. ამ თემას ჩვენს ბლოგში აუცილებლად განვავრცობთ.

დასკვნა

სტატიაში რა არის WordPress შევეცადე ამეხსნა რა არის CMS და რატომ ვანიჭებ უპირატესობას სწორედ ვორდპრესს.

მოკლედ რომ ჩამოყავალიბოთ WordPress-ის უპირატებობები ასეთ სიას მივიღებთ:

  • უფასო და ღია კოდი
  • კროსპლატფორმული
  • პოპულარული
  • თემების და პლაგინების ფართო არჩევანი
  • ჩაშენებული რედაქტორი კონტენტის მარტივად მართვისთვის
  • უნივერსალური
  • შედარებით მარტივი

შემდგომში ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ვორდპრესთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებს, როგორიცაა თემების არჩევა, პლაგინები და უსაფრთხოება.

გააზიარე ეს პოსტი სასურველ პლატფორმაზე!