ვებ გვერდის დამზადება

ვებ გვერდის დამზადება2024-11-14T09:10:51+04:00

თუ თქვენ გაქვთ ბიზნესი, ესე იგი წარმატებისთვის თქვენ გჭირდებათ წარმომადგენლობა ციფრულ სივრცეში, ანუ საიტი, სადაც წარმოდგენილი იქნება თქვენი საქმიანობა. რა არის ამისთვის საჭირო? პირველ რიგში თავად ვებ გვერდის დამზადება. თქვენი ვებ საიტი უნდა გახდეს თქვენი საქმიანობის ფასადი. სწორედ საიტით მოგაგონებთ თქვენი კლიენტი და მიიღებს საჭირო ინფორმაციას თქვენი საქმიანობის შესახებ. კარგად გამართულ საიტზე თქვენი მომხმარებელი მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ, რომელიც მას აინტერესებს. ხოლო თუ საიტი არაა პროფესიონალურად დამზადებული, მაშინ პოტენციურ კლიენტს დარჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენი ბიზნესი არაა სანდო და ხარისხიანი. ამიტომ გამართული და თქვენს ბიზნესზე მორგებული ვებ გვერდი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.

ვებ გვერდის დამზადების ეტაპები

კონსულტაცია და ტექნიკური დავალების ფორმულირება.

უშუალოდ საიტის აწყობა და გამართვა თქვენი მოთხოვნების გათვალისწინებით

საიტის შევსება უშუალოდ კონტენტით, როგორც ტექსტური ასევე გრაფუკული.

ტესტირება, უსაფრთხოების გამართვა. სამუშაოს ჩაბარება.

როგორ ვებ გვერდებს ვამზადებთ

სავიზიტო ვებ გვერდი

ეს არის 1 გვერდიანი საიტი, სადაც მოცემულია ინფორმაცია თქვენი საქმიანობის შესახებ და საკონტაქტო ინფორმაცია.

კორპორატიული საინფორმაციო ვებ გვერდი

საიტზე შეიძლება იყოს განთავსებული ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ, რა მომსახურეობებს სთავაზობთ მომხმარებლებს, თქვენი გუნდი, საკონტაქტო ინფორმაცია და ბლოგი.

ონლაინ მაღაზია

პლატფორმა თქვენი ელექტრონული კომერციისთვის

მომხმარებელთა დირექტორიები, ბაზები, ფორუმი

ასეთ საიტზე მომხმარებლებს შეუძლიათ რეგისტრირება, საკუთარი პროფილის შექმნა. შესაძლებელია ფორუმის შექმნაც. დახურული ონლაინ გაკვეთილები მხოლოდ სტუდენტებისთვის.

პორტფოლიო

ფოტოგრაფია, არქიტექტურა და სხვა ვიზუალური დარგები მოითხოვენ ონლაინ პორტფოლიოს, რაშიც ჩვენ შეგვიძლია დახმარება.

საიტის დამზადება

თანამედროვე ვებ გვერდს სჭირდება კონტენტის მართვის სისტემა, ანუ CMS. თუ თქვენ არ გჭირდებათ განსაკუთრებით სპეციფიკური საიტი, მაშინ აჯობებს აირჩიოთ ბაზარზე არსებული მზა CMS. ეს საგრძნობლად დაგიზოგავთ თანხებს. ჩვენ გთავაზობთ ვებ გვერდის დამზადებას პოპულარულ და გამოცდილ CMS პლატფორმებზე. ეს პლატფორმები საშუალებას გვაძლევს პლაგინებისა და თემების დიდი არჩევანის საშუალებით ფაქტიურად ნებისმიერი ტიპის საიტი შევქმნათ.

ვებ საიტის დიზაინის შერჩევა

როდესაც ახლად დაყენებულ ვებ საიტზე პირველად შევდივართ, გვხვდება სტანდარტული დიზაინი, რომელიც არც თუ ისე მომხიბვლელია და გამოირჩევა საკმაოდ მწირი ფუნქციონალით.

თუმცა, ჩვენ არ ვართ შეზღუდულები თემის არჩევანში.

შეგვიძლია ორი გზა ავირჩიოთ – რთული ან მოსახერხებელი.

რთული გზა არის დიზაინერისა და პროგრამისტის დაქირავება, რომ შექმნან მორგებული დიზაინი თქვენი საიტისთვის. ამის ღირებულება არაერთ ათას ლარს გაცდება და საკმაოდ დიდ დროსაც წაიღებს. შემდეგ ისევ დადგება განახლებების პრობლემა. ასე რომ, თუ თქვენი ბიუჯეტი არაა უსაზღვრო და ძალიან სპეციფიკური დიზაინი არ გჭირდებათ, ჯობია მზა თემებს გადავხედოთ.

უფასო მზა თემებს მხოლოდ საბაზისო ფუნქციონალი აქვთ და მათზე არ შევჩერდებით. ფასიანი თემების ფართო არჩევანია ინტერნეტ სივრცეში. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ თემის ბრმად ყიდვას, დეველოპერთან კონსულტაციის გარეშე. თემების ფასი საშუალოდ მერყეობს 30-დან 80 დოლარამდე, ამ ფასად კი თქვენ კარგ თემას ნამდვილად ვერ დაწერთ.

ვებსაიტის შემდგომი დამუშავება, გამართვა

როდესაც უკვე ყველა ეტაპი გავლილია, თქვენი შერჩეული თემა დაყენებულია და გამართულია, კონტენტი თავის ადგილზე დალაგებული    და  ყველაფერი შემოწმებული, რჩება ბოლო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ესაა ქეშირება და უსაფრთხოება. ამ ეტაპზე ჩვენ ვაყენებთ შესაბამის პლაგინებს, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენი საიტის მაქსიმალურად სწრაფად ჩატვირთვას. ეს კი Google-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და ბოლოს, უშუალოდ ჩაბარების წინ ვატარებ ყველა საჭირო ღონისძიებას, რაღა საიტი დაცული იყოს სტანდარტული ჰაკერული შეტევების წინააღმდეგ. თუმცა დროთა განმავლობაში თუ არ ჩატარდა განახლების პროცედურები, საიტი შესაძლოა საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

ვებ გვერდის დამზადება – ხშირად დასმული კითხვები

რა არის Google Analytics და Google Search Console2024-07-26T12:11:55+04:00

ესენი არის Google-ს უფასო ხელსაწყოები, რომლებიც აუცილებელია, რომ ვიცოდეთ საიტზე შემოსვლელთა რაოდენობა, რა გვერდებს რა ხანგძლივობით ნახულობენ მომხმარებლები, რა საძიებო სიტყვებით პოულობს მომხმარებელი ჩვენს საიტს. ამისთვის საჭიროა საიტის კოდში გაიწეროს ანალიტიკის კოდი და Search Console-ში მოხდეს დომეინის მფლობელობის დადასტურება. ჩვენ თქვენი საიტისთვის გავაკეთებთ ამას.

რა არის ვებსაიტი?2024-07-26T12:06:50+04:00

ვებ გვერდების და მედია ფაილების ერთობლიობა, რომელთაც აქვთ განსაზღვრული სტრუქტურა და იმყოფება სერვერზე.

რა არის დომეინი და ჰოსტინგი?2024-07-26T12:06:50+04:00

დომეინი არის ვებ გვერდის მისამართი. მაგალითად https://www.shenisaiti.ge/ ეს არის სრული მისამართი. აქედან .ge არის პირველი დონის დომეინი, რომელიც ამ შემთხვევაში მიუთითებს ქვეყანაზე (ge – საქართველო). შესაძლებელია სახელის აღება სხვა ზონებშიც. shenisaiti კი სწორედ თვენი დომეინის სახელია. დომეინის სახელი შეგიძლიათ თავად აირჩიოთ და დაარეგისტრიროთ. საშუალო ღირებულება არის 10-15$.

ჰოსტინგი კი არის ფიზიკური სერვერი, რომელზეც მდებარეობს საიტი. დომეინი უნდა მიუთითებდეს კონკრეტულ ჰოსტინგზე. ჰოსტინგის შერჩევას დიდი ყურადღება უნდა. იგი უნდა იყოს ჩქარი, მოხერხებული მარტვის პანელით, არ უნდა ჰქონდეს ხშირი ჩავარდნები. ჰოსტინგის არჩევა ჯობია იმ ქვეყანაში სადაც არის თქვენი სამიზნე აუდიტორია.

რა უპირატესობა აქვს WordPress?2024-07-26T12:06:46+04:00

WordPress არის ყველაზე პოპულარული ძრავი საიტებისთვის მსოფლიოს მაშტაბით. ნახეთ დამატებით ბლოგი – რა არის WordPress.

რა ღირს საიტის შექმნა?2024-07-26T11:57:41+04:00

საიტის აწყობის ფასი დამოკიდებულია თუ რა ფუნქციონალია საჭირო.

ძირითადი ხარჯები ასე შეგვიძლია დავალაგოთ:

  • დომეინი
  • ჰოსტინგი
  • პრემიუმ თემა
  • თუ საჭიროა პრემიუმ პლაგინები
  • საიტის დეველოპერის ანაზღაურება
  • ფოტო/ვიდეო მასალა
  • ტექსტები – საიტის შიგთავსი
  • SEO ოპტიმიზაცია

 

კიდევ გაქვთ კითხვები? გიპასუხებთ!

დაგვიკავშირდით

577 334 704
service@web-seo.ge

განვიხილოთ რა ნაბიჯების გადადგმა გჭირდებათ თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის ციფრულ სივრცეში.

Go to Top