SEO-ს ახალი ერა: Search Everywhere Optimization

დღეს SEO აღარ არის მხოლოდ საძიებო სისტემებისთვის განკუთვნილი სტრატეგია.

დროა, Google-ის მიღმა ვიფიქროთ და მრავალპლატფორმიან SEO სტრატეგიებზე გადავიდეთ. 

ვსაუბრობთ Search Everywhere Optimization-ზე – სტრატეგიაზე, რომელიც  თქვენს ბრენდს გამოაჩენს ყველგან, სადაც მომხმარებლები გეძებენ!

რატომ არის მნიშვნელოვანი Search Everywhere Optimization

როგორ  უკვე აღვნიშნეთ, თანამედროვე სამყაროში ინფორმაციის მოძიების პროცესმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და სრულიად სხვა ფორმატში გადავიდა. დღესდღეობით, მომხმარებლები ინფორმაციას მხოლოდ საძიებო სისტემებით აღარ ეძებენ. გაგიკვირდებათ და ხშირად ისინი უპირატესობას ანიჭებენ განსხვავებულ პლატფორმებს, მაგალითად სოციალური ქსელებს, მობილურ აპლიკაციებს, ვიდეო არხებს და ა.შ.

შესაბამისად, SEO (სეო) სტრატეგია უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ ჩვენთვის ძალიან ცნობილ საძიებო სისტემებს, არამდე ყველა იმ პლატფორმას, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი სხვადასხვა ინფორმაციის ან/და სერვისის მოძიებას ცდილობს.

Search Everywhere Optimization-ის მიზანიც სწორედ ის არის, რომ კომპანიებმა  ყველა პლატფორმისათვის მოახდინონ ვებ გვერდის ოპტიმიზაცია.

პლატფორმების მრავალფეროვნება და SEO (სეო) ოპტიმიზაციის საჭიროება

ეფექტური სტრატეგიის ფარგლებში, SEO (სეო) ოპტიმიზაციის პროცესი უნდა მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს:

  1. E-commerce პლატფორმები: Amazon და eBay ძალიან პოპულარული არხებია, სადაც მომხმარებელი პირდაპირ პლატფორმის შიდა ძიების ველს იყენებს. აქ SEO (სეო) ოპტიმიზაცია ითვალისწინებს როგორც პლატფორმის შიდა, ისე გარე ძიების ოპტიმიზაციასაც. 
    პლატფორმაზე შიდა ძიების დროს, მნიშვნელოვანია რომ პროდუქტის სათაური, აღწერა და ფოტო იყოს ოპტიმიზირებული.  მეორეს მხრივ ეს მიდგომები მნიშვნელოვანია გარე ძიების პროცესშიც. მაგალითად,  თუ თქვენი ძიების პროცესს დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ხშირად, კონკრეტული პროდუქტის ძიების დროს, Google პირდაპირ გთავაზობთ eBay-ს კატალოგს, რომელიც თქვენს სასურველ პროდუქტს ემთხვევა. სწორედ მსგავსი ტიპის ოპტიმიზაცია იგულისხმება მაშინ როცა ვსაუბრობთ E-commerce პლატფორმებზე.
  2. ვიდეო პლატფორმები: YouTube-ის SEO (სეო ოპტიმიზაცია) გულისხმობს ვიდეოების სათაურებისა და აღწერების ოპტიმიზაციას. ამგვარად ვიდეო კონტენტი უფრო ხილვადი ხდება  შესაბამის საძიებო მოთხოვნებში, ეს კი ეხმარება ბრენდს მოიძიოს ახალი აუდიტორია.
  3. სოციალური მედია: ალბათ შეამჩნევდით, SEO-ს გავლენას ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა Facebook, Instagram და TikTok. სოციალური მედიის არხების სეო ოპტიმიზაცია, გულისხმობს ამ არხებზე განთავსებული ტექსტების, სათაურების, ვიზუალური  და სხვა ტიპის კონტენტის მორგებას მომხმარებლის საძიებო სურვილებზე. 

როგორ გავზარდოთ ხილვადობა ყველა არხზე?

Search Everywhere Optimization-ის ერთ-ერთი უპირატესობა არის SEO (სეო) სტრატეგიის საშუალებით ყველა არხზე ხილვადობის გაზრდის შესაძლებლობა. ამისთვის აუცილებელია მუდმივი მუშაობა და სერვისების ინტეგრირებული მართვა. განვიხილოთ რამდენიმე მეთოდი, როგორ შეიძლება ეს წარმატებით განხორციელდეს:

  1. კონტენტის ინდივიდუალური ადაპტაცია: საჭიროა SEO (სეო) კონტენტის ინდივიდუალური დამუშავება, რათა კონტენტი მაქსიმალურად მოერგოს შესაბამის არხს. ეს, რა თქმა უნდა, მოიცავს საკვანძო სიტყვების ოპტიმიზაციას, სხვადასხვა არხების სპეციფიკაციის მიხედვით.

აუცილებელია, ზუსტად იცოდეთ სად და როგორ ეძებს მომხმარებელი თქვენს პროდუქტს  და ეს ცოდნა გამოიყენოთ კონტენტის დამუშავების პროცესში. თქვენი მიზანია, კონტენტი მოარგოთ არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ მომხმარებლის ძიების ტექნიკასა და ტერმინოლოგიას. 

ასე მომხმარებელი მარტივად შეძლებს იპოვოს ის რასაც ეძებს და იპოვოს ის თქვენთან!

  1. მონაცემების ანალიტიკა: მონაცემების მუდმივი მონიტორინგი დაგეხმარებათ გაარკვიოთ, რომელი არხი და ძიების ტიპები იზიდავს ყველაზე მეტ თქვენს მომხმარებელს. ეს ინფორმაცია კი აუცილებლად დაგჭირდებათ SEO (სეო ოპტიმიზაცია) სტრატეგიის პერიოდული განახლებისთვის.
  1. ტექნიკური SEO (სეო) და UX ოპტიმიზაცია

Search Everywhere Optimization, როგორ ტრადიციული SEO ოპტიმიზაცია, მოითხოვს არა მხოლოდ კონტენტის, არამედ მომხმარებლის გამოცდილების (UX) გაუმჯობესებასაც. 

აქაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ტექნიკური სეო ოპტიმიზაციის ასპექტების გათვალისწინებაც. მაგალითად, ვებ- გვერდების ჩატვირთვის სიჩქარე, მობილურზე მორგებული (Mobile-friendly) ვიზუალი და ზოგადი უსაფრთხოება. 

მაგალითად, როდესაც მომხმარებელი სოციალური არხებიდან, გადმომისამართდება თქვენს ვებ-პლატფორმაზე, მას აუცილებლად უნდა დახვდეს ტექნიკურად გამართული ვებ-საიტი.  წარმოიდგინეთ, მომხმარებელი უკვე მზად არის განახორციელოს პროდუქტის ან სერვისის შესყიდვა და ტექნიკური გაუმართაობის გამო, ვერ ახერხებს შეკვეთის განთავსებას. როგორ ფიქრობთ, რას გააკეთებს ის?

ასეთი შემთხვევები აფერხებს მომხმარებლის ყიდვის გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რაც ზრდის შანს რომ ის საერთოდ დატოვებს თქვენს ვებ-საიტს და მოძებნის ალტერნატიულ კომპანიას, იდენტური სერვისით. 

ახალი პერსპექტივები Search Everywhere Optimization-ში

Search Everywhere Optimization საშუალებას გაძლევთ მართოთ ყველა არხი ერთდროულად და ხმა მიაწვდინოთ უფრო დიდი აუდიტორიას. მაგალითად მსგავსი ტიპის ოპტიმიზაცია საშუალებას გაძლევთ:

  1. მოახდინოთ სწრაფი კომუნიკაცია მომხმარებელთან: ნებისმიერი პლატფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მომხმარებელთან  პირდაპირი კომუნიკაციის არხი, რათა დაინტერესებულმა ადამიანმა დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ.
  2. ინტეგრირებული კამპანიები: Search Everywhere Optimization-ით შესაძლებელია მრავალარხიანი კამპანიების ინტეგრაცია. ეს მეთოდი ამარტივებს კომუნიკაციას და რაც მთავარია, უფრო მოქნილს ხდის ანალიზის პროცესს. სხვადასხვა პლატფორმების ინტეგრაციით  მარტივი ხდება მომხმარებლის ქცევის შესწავლა. თქვენ შეძლებთ მარტივად დაინახოთ საერთო სურათი და გაიგოთ, რატომ, როგორ და რა ეტაპზე იღებს მომხმარებელი კონკრეტულ გადაწყვეტილებას. 
  1. ინტერაქციული კონტენტის შექმნა: ვიდეო, აუდიო და გრაფიკული კონტენტის საშუალებით შესაძლებელია კიდევ უფრო მეტი მომხმარებლის მოზიდვა, ამიტომ SEO (სეო ოპტიმიზაცია) უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ ტექსტუალურ, არამედ ინტერაქციულ კონტენტსაც.

SEO (სეო ოპტიმიზაციის) მომავალი Search Everywhere Optimization-ის პირობებში

პირდაპირ რომ ვთქვათ, SEO-ს  ( (Search Engine Optimization) მომავალი უკვე დადგა და ეს არის Search Everywhere Optimization.  ეს კონცეფცია, ტრადიციულ სეო მიდგომებს იმდენად აფართოებს, რომ მთლიანი მარკეტინგული სტრატეგიის ძირითად მიმართულებებს ფარავს.  Search Everywhere Optimization  ქმნის ერთ დიდ ცოცხალ მექანიზმს, ეკოსისტემას, სადაც ყველა ონლაინ საკომუნიკაციო არხი თქვენს ხელშია. ეს მიდგომა საშუალებას მოგცემთ გახვიდეთ  უფრო ფართო აუდიტორიაზე და დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ მომხმარებლის გამოცდილება. არ დაგავიწყდეთ, რომ კარგი გამოცდილება უზრუნველყოფს მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

გადავიდეთ თუ არა Search Everywhere Optimization-ზე?

რომ შევაჯამოთ, დღეს, ნებისმიერ სექტორში იმხელა კონკურენციაა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენს აუდიტორიას ხმა მივაწვდინოთ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს. თუ თქვენ მხოლოდ სოციალური მედიის გამოყენებით ცდილობთ მომხმარებლების რაოდენობის გაზრდას, უდიდეს აუდიტორიას კარგავთ მეორე მხარეს, სადაც გვაქვს კლასიკური SEO მეთოდები, ვიდეო პლატფორმები, აპლიკაციები, და სხვა მრავალი შესაძლებლობა

დღის რჩევა: იმუშავე ოპტიმიზაციაზე ყველგან, სადაც ამის შესაძლებობა გაქვს!

გჭირდება მეტი ხილვადობა? არ იცი როგორ დაიწყო? 

WEB-SEO დაგეხმარება ოპტიმიზაციის სტრატეგიის შექმნაში, რომელიც შენს ბრენდს ყველგან გამოაჩენს. გადადგი პირველი ნაბიჯი ლიდერობისკენ – დაგვიკავშირდით დღესვე!

გააზიარე ეს პოსტი სასურველ პლატფორმაზე!