Envato-ს ყველაზე გაყიდვადმა თემამ Avada-მ ახლახან ახალი რეკორდი დაამყარა: 1 მილიონი ლიცენზია გაყიდა. ეს ნამდვილად დიდი წარმატებაა Avada-სთვის რომელიც Envato-ს პლათფორმაზე ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თემაა და WordPress ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია.
შინაარსი
WordPress-ი თემების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის და ასეთი მაღალი კონკურენციის პირობებში ThemeFusion-ის მიერ შექმნილმა Avada-მ მოახერხა უპირობო ლიდერობის მოპოვება, რაც ნამდვილად არ არის იოლი საქმე.
WordPress-ი თავად არის ყველაზე პოპულარული CMS, რომელიც უახლესი მონაცემების თანახმად ბაზრის 43% იკავებს. ხოლო Avada უკვე დიდი ხანია ინარჩინებს ლიდერობას გაყიდულ თემათა შორის.
მოკრძალებული სტარტაპიდან გლობალურ ფენომენამდე
Avada-ს გზა შორეულ 2012 წელს დაიწყო, როდესაც Envato-ს ავტორმა და WordPress-ის დეველოპერთა გუნდმა ThemeFusion-მა, რომლის დამფუძნებლები არიან ლუკ ბეკი და მუჰამად ჰარისი, მიზნად დაისახეს ინტუიციურად გასაგები, მძლავრი და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი თემის შექმნა. იმ დროს WordPress-ის თემები ხშირად იყო მკაცრად შეზღუდული და აკმაყოფილებდნენ მხოლოდ ვიწრო გამოყენების წრეს. Avada-ს რევოლუციურმა Advanced Options Network-მა, მოქნილმა პერსონალიზაციის შესაძლებლობებმა და შეუფერხებელმა UX-მა დაარღვია ეს ნორმა, დააწესა ახალი სტანდარტები და აჩვენა, თუ რისი მიღწევა შეეძლო WordPress-ის თემას.
Avada-ს პოპულარობის ზრდასთან ერთად, იხვეწებოდა მისი მხარდაჭერაც. „Avada-ს პოპულარობის საწყის უეცარ ზრდასთან ერთად ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო მხარდაჭერის მნიშვნელოვნად გაფართოება,“ – ამბობს Markus Schwingenschlögl, ThemeFusion-ის საოპერაციო დირექტორი.
„იმ დროს, როგორც წესი, მხოლოდ ავტორები თავად უზრუნველყოფდნენ ელემენტების მხარდაჭერას, მაგრამ ეს ჩვენთვის პრაქტიკული არ იქნებოდა,“ – აღნიშნავს მარკუსი. „გვჭირდებოდა სპეციალური მხარდაჭერის გუნდი, რომელსაც კარგად იქნებოდა შესწავლილი Avada. საბედნიეროდ, მსოფლიოს მასშტაბით ვიპოვეთ ნიჭიერი ადამიანები, რაც დაგვეხმარა მომხმარებლებისთვის პროფესიონალური და უმაღლესი დონის მხარდაჭერის გაწევაში.“
რა თქმა უნდა, 12 წლის წინ ThemeFusion-ის აღმასრულებელ დირექტორს, ლუკ ბეკს, ჰქონდა იმედი, მაგრამ არ მოელოდა, რომ Avada გადაიქცეოდა იმ ინდუსტრიის გიგანტად, როგორც ეს დღეს არის.
Avada-ს გაშვებისთანავე, ის გაყიდვების რაოდენობით Themeforest-ის პირველ ადგილზე გადავიდა ორ კვირაში, ხოლო პირველივე თვეში Power Elite Author-ის სტატუსს მიაღწია. ჩვენთვის ეს იყო ნათელი მაჩვენებელი, რომ Avada რაღაც განსაკუთრებული იყო.
Luke Beck Chief Operating Officer, ThemeFusion
1 მილიონი გაყიდვის მიღწევისთანავე, ThemeFusion-ის გუნდი გულწრფელად მადლიერია Avada-ს ბოლო 12 წლის წარმატებისთვის.
„ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც ჩვენთვის დიდი თავმდაბლობისა და მადლიერების საფუძველია. მუდმივად ვცდილობთ Avada-ს განვითარებას Avada-სა და WordPress-ის საზოგადოების სასიკეთოდ, არ ვიღებთ ინდუსტრიისა თუ ტექნოლოგიების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს,“ – ამბობს ლუკ ბეკი.
მომხმარებელზე ორიენტირებულობისა და კრეატიულობის დასტური
ამ მნიშვნელოვან მიღწევაზე ფიქრისას, Envato-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰიშამ ასიმ, აღნიშნა: „ჩემთვის დიდი პატივია, მივულოცო გუნდს უზარმაზარი წარმატება და Avada-ს 1 მილიონი ჩამოტვირთვის მიღწევა Envato Market-სა და ThemeForest-ზე. ეს არის დამფუძნებლებისა და ლიდერების ინოვაციური სულისკვეთების მტკიცებულება, რომლებიც პირველ რიგში მომხმარებელზე ზრუნავენ და უზრუნველყოფენ, რომ თემა იყოს ძალიან მოქნილი, გამოსადეგი და, რა თქმა უნდა, ყველაზე პოპულარული თემა ჩვენს ბაზარზე.“
დროთა განმავლობაში, Avada-მ მოიპოვა თავისი რეპუტაცია, როგორც ძირითადი არჩევანი, და განვითარდა, გადაიქცა წამყვან WordPress ვებსაიტების კონსტრუქტორად, რომელიც მოიცავს ინტუიციურ ვიზუალურ Drag-and-Drop ინტერფეისს და დიზაინის აწყობის მრავალფეროვან პარამეტრებს, რაც დღეს გვაქვს. Envato-ს დამფუძნებელმა, კოლის ტა’იდმა, მას “WordPress-ის შვეიცარიული დანა” უწოდა. Avada აძლევს ძალას მრავალფეროვან აუდიტორიას — დამწყები ვებსაიტების დიზაინერებიდან დაწყებული, გამოცდილი პროფესიონალებისა და დეველოპერების ჩათვლით — შექმნან გამორჩეული და ლამაზი ვებსაიტები.
„ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, Avada ყოფილიყო ერთი პროდუქტი მრავალი მიზნისთვის,“ – ამბობს მაიკლი. „ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ ერთ-ერთი მიმწოდებლისგან ყველაფრის შეთავაზება ბევრად უკეთესი გამოცდილებაა, ვიდრე სხვადასხვა კომპანიის ათი პლაგინის გამოყენება.“
ინოვაცია, რომელსაც მომხმარებლის გამოხმაურება ასაზრდოებს
ThemeFusion გულისყურით უსმენდა ერთგულ მომხმარებლებს რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა Avada-ს განვითარებაში. „ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, ვიყოთ ახლოს საზოგადოებასთან და მოვუსმინოთ მათ საჭიროებებსა და იდეებს ახალი ფუნქციებისთვის,“ – ამბობს მარკუს შვინგენშლიოგლი, ThemeFusion-ის საოპერაციო დირექტორი. საბოლოოდ, ჩვენი მომხმარებლების წარმატება არის Avada-ს წარმატება, როგორც WordPress ვებსაიტების კონსტრუქტორის. წლების განმავლობაში, რამდენიმე მომხმარებელი, რომლებიც თავდაპირველად მხოლოდ გამოხმაურებას გვაწვდიდნენ, საბოლოოდ ჩვენი გუნდის წევრები გახდნენ.
„სტაბილური და მაღალი ხარისხის პროდუქტის გარეშე ამდენ ელემენტს ვერ გაყიდი,“ – აღნიშნავს Envato-ს WordPress-ის სპეციალისტი სტივენ კრონინი. „Avada-ს წარმატება იმაში მდგომარეობს, რომ ის ყოველთვის აკმაყოფილებს მომხმარებელთა საჭიროებებს, მიუხედავად მისი აუდიტორიის მრავალფეროვნებისა. ეს WordPress ეკოსისტემის და Envato-ს წარმატების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო.“
Avada უკვე ათ წელზე მეტია ჩემი მთავარი არჩევანია. ეს თემა გამოირჩევა მაღალი ხარისხით, საიმედო მხარდაჭერით და ყოველი ახალი ვერსია კიდევ უფრო მეტ ფუნქციონალობას და შესაძლებლობებს მატებს მას.
zerozeroone ThemeForest მომხმარებელი
როდესაც Avada-ს ხანგრძლივი წარმატების საიდუმლოზე ეკითხებიან, ThemeFusion-ის მარკუსი და ლუკი ხაზს უსვამენ ინოვაციის, თანმიმდევრულობისა და მომხმარებელზე ორიენტირებულობის მნიშვნელობას. მათი რჩევა მათთვის, ვინც ცდილობს შექმნას მნიშვნელოვანი პროდუქტები? „მოისმინეთ თქვენი მომხმარებლები და არასდროს შეწყვიტოთ განვითარება.“
რა იქნება შემდეგ? როგორც Avada ახალი თავის დაწყებას აღნიშნავს და Avada 8 მზადაა ვებსაიტების შექმნის სფეროში რევოლუციისთვის, ThemeFusion აგრძელებს მომხმარებლებისთვის ღირებულების მიწოდებას, ახალ ტენდენციებზე მორგებას და ინდუსტრიის ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას. ძლიერი საზოგადოების, უწყვეტი ინოვაციისა და მკაფიო ხედვის წყალობით, Avada-ს გზა მხოლოდ ახლა იწყება.
გილოცავთ ThemeFusion-ს ამ განსაკუთრებულ მიღწევას. მოდით, ერთად აღვნიშნოთ შემდეგი მილიონიც!
ჩვენი სააგენტოც ინტენსიურად იყენებს Avada-ს სხვადასხვა წარმატებული პროექტებისთვის!