FAQ

FAQ2024-08-08T19:34:13+04:00
გაქვთ რაიმე გარანტია ან კონტრაქტი თქვენი SEO სერვისებისთვის?2024-07-26T12:50:37+04:00

ჩვენ გთავაზობთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ მოქნილ კონტრაქტებს, მაგრამ ჩვენ ფოკუსირებული ვართ მაღალი ხარისხის შედეგების მიწოდებაზე და არა რაოდენობრივ გარანტიებზე.

შეგიძლიათ აღადგინოთ საიტი Google-ის პენალტისგან?2024-07-26T12:50:28+04:00

დიახ, ჩვენ გვაქვს Google-ის პენალტებთან დაკავშირებული საკითხების დიაგნოსტიკისა და გადაჭრის დიდი გამოცდილება. ასვე ე.წ. copyright claim-თან მუშაობის გამოცდილებაც. 

რა არის საკვანძო სიტყვები და როგორ არჩევთ მათ?2024-07-26T12:43:14+04:00

საკვანძო სიტყვები არის ტერმინები, კითხვები და სიტყვათა წყობა, რომლებსაც ხალხი ეძებს. ჩვენ ვიყენებთ კვლევის სპეციალიზებულ ინსტრუმენტებს თქვენი მიზნებისათვის შესაბამისი საკვანძო სიტყვების მოსაძებნად. საკვანძო სიტყვების კვლევა მიზნად ისახავს შექმნას ისეთი კონტენტი, რომელიც საიტერესოა თქვენი მომხამრებლებისათვის

როგორ მოქმედებს მობილური ოპტიმიზაცია SEO-ზე?2024-07-26T12:50:37+04:00

მობილური ოპტიმიზაცია გადამწყვეტია, რადგან საძიებო სისტემები (მაგალითად Google) პრიორიტეტს ანიჭებენ საიტის მობილურ ვერსიას, ანუ თავდაპირველად ხდება მობილური ვერსიის ინდექსაცია, ფაქტობრივად მობილური ოპტიმიზაცია SEO ოპტიმიზაციის ქვაკუთხედს წარმოადგეს.

რა როლი აქვს სოციალურ მედიას SEO-ში?2024-07-26T12:41:18+04:00

სოციალური მედიის როლი მინიმალურია, თუმცა, სოციალურ მედიას შეუძლია მომართოს ტრაფიკი თქვენი საიტისკენ და ამრიგად ირიბად გაზარდოს თქვენი SEO მაჩვენებლები გაზრდილი ჩართულობის გზით.

რამდენად ხშირად მივიღებ ანგარიშებს ჩემი SEO პროგრესის შესახებ?2024-07-26T12:41:10+04:00

ჩვენ ვაწვდით რეგულარულ ანგარიშებს, როგორც წესი, ყოველთვიურად. თუმცა ანგარიშგება, შეიძლება იყოს თქვენს კონკრეტულ მოთხოვნებზე ორიენტირებული. 

შეგიძლიათ დამეხმაროთ ლოკალურ SEO-ში ჩემი ბიზნესისთვის?2024-07-26T12:41:08+04:00

დიახ, ჩვენ ვთავაზობთ სპეციალიზებულ ლოკალურ SEO სერვისებს თქვენი ხილვადობის გასაუმჯობესებლად ლოკალურ ძიებაში.

როგორ მოქმედებს ბექლინკები ჩემი ვებსაიტის SEO-ზე?2024-07-26T12:39:47+04:00

ბექლინკები წარმოადგენ ერთგვარ მინიშნებებს საძიებო სისტემებისთვის. ბექლინკების რაიდენობა, მათი ხარისხი და შესაბამისობა საიტის ნიშასთან მეტყველებს იმაზე, რომ საიტს გააჩნია შესაბამისი რეპუტაცია და სანდოობა. ანუ, თუ საიტის კონტენტი ხარისხიანია, სხვა საიტებს უჩნდებათ სურვილი გამოიყენონ საიტი წყაროდ და მიუთითონ ამ წყაროზე. 

რომელ ინდუსტრიებში ხართ სპეციალიზებული SEO და ციფრული მარკეტინგის სერვისებისთვის?2024-07-26T12:38:14+04:00

ჩვენ გვაქვს გამოცდილება მრავალ ინდუსტრიაში, მათ შორისაა ელექტრონული კომერცია, ჯანდაცვა, ფინანსები, ტურიზმი და მრავალი სხვა.

მოიცავს თუ არა თქვენი მომსახურება კონტენტის შექმნისა და ოპტიმიზაციის სერვისებს?2024-07-26T12:38:05+04:00

დიახ, ჩვენ გთავაზობთ ყოვლისმომცველ კონტენტ სერვისს თქვენი საიტის შესაბამისობისა (relevance) და ჩართულობის (engagement)  გასაუმჯობესებლად.

რა განსხვავებაა on-page და გარე off-page SEO შორის? 2024-07-26T12:27:19+04:00

On-page SEO მოიცავს ელემენტების ოპტიმიზაციას უშუალოდ თქვენს ვებსაიტზე, მაგალითად გვერდის სიჩქარის გაზრდას, ხოლო off-page SEO ფოკუსირებულია გარე ფაქტორებზე, როგორიცაა ციტირების ინდექსი, backlinks და სხვა.

როგორ აფასებთ თქვენი SEO კამპანიების წარმატებას?2024-07-26T12:24:54+04:00

ჩვენ ვიყენებთ ძირითადი შესრულების ინდიკატორებს (KPI), როგორიცაა ორგანული ტრაფიკი, ძიების რეიტინგები და კონვერსიის მაჩვენებლები. ასევე, ზოგი პროექტისათვის ხდება სპეციფიკური KPI-ს განსაზღვრა პროექტის რაობიდან და მიზნებიდან გამომდინარე. 

რა არის SEO სერვისების ღირებულება?2024-07-26T12:24:37+04:00

SEO ოპტიმიზაცია ფასი განსხვავდება პროექტის მოცულობისა და სირთულის მიხედვით. დაგვიკავშირდით და მიიღეთ თქვენზე მორგებული შეთავაზება.

რა დროა საჭირო SEO შედეგების სანახავად?2024-07-26T12:20:31+04:00

შედეგები ჩვეულებრივ ვლინდება 3-დან 6 თვემდე პერიოდში, რაც დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე. მაგალითად, თუ საიტი ტექნიკურად გამართულია, და საჭიროებს მხოლოდ კონტენტის დახვეწას, პირველადი შედეგები შიძლება 3 თვეზე ნაკლებ ვადაშიც ვიხილოთ. თუ საიტს აქვს მიღებული ე.წ. ალგორიტმული პენალტი, მაშინ სვარაუდო დრო 6 დან 12 თვემდე მერყეობს. 

რა სერვისებს გვთავაზობს WEB & SEO?2024-07-26T12:20:21+04:00

ჩვენ გთავაზობთ SEO ოპტიმიზაციას, ვებ დიზაინს, კონტენტის შექმნას, საკვანძო სიტყვების კვლევას, ციფრული მარკეტინგისა და მრავალ სხვა სერვისს.

Რატომ არის ვებ-გვერდის SEO ოპტიმიზაცია მნიშვნელოვანი?2024-07-26T12:15:30+04:00

ვებ გვერდის SEO ოპტიმიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ეს ზრდის თქვენს ხილვადობას საძიებო სისტემებში, რასაც უფრო მეტი ორგანული ტრაფიკი მოყავს თქვენს საიტზე. უფრო მაღალი ხილვადობა ნიშნავს, რომ მეტი პოტენციური კლიენტი აღმოაჩენს თქვენს ბიზნესს, რაც გაზრდის ჩართულობას, გაყიდვებს და რა თქმა უნდა შემოსავალს. 

გარდა ამისა, SEO ოპტიმიზაცია აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას საიტის სიჩქარის, მობილური ოპტიმიზაციისა და კონტენტის შესაბამისობის მომხმარებლის ინტერესებთან, რაც საბოლოო ჯამში ზრდის მომხმარებლის კმაყოფილებას.

რა არის ვებ გვერდის კონტენტი? 2024-07-26T12:13:43+04:00

SEO-ს პერსპექტივიდან, კონტენტი ეწოდება ნებისმიერ ღირებულ ინფორმაციას ვებსაიტზე, როგორიცაა ტექსტი, სურათები და ვიდეოები, რომლებიც შექმნილია მომხმარებლების მოსაზიდად და ჩართულობისთვის, საძიებო სისტემების რეიტინგის გასაუმჯობესებლად შესაბამისად შერჩეული საკვანძო სიტყვების ჩართვით.

რა არის SEO ოპტიმიზაცია? 2024-07-26T12:13:42+04:00

SEO ოპტიმიზაცია არის საძიებო შედეგებში (Google, Bing, Yahoo, Yandex და აშ) ვებსაიტის ხილვადობის გაუმჯობესების ტექნიკური პროცესი. 

რა არის ლოკალური SEO?2024-07-26T12:13:39+04:00

ლოკალური SEO აუცილებლად გჭირდებათ თუ გსურთ თქვენმა კლიენტმა გიპოვოთ Google map-ზე და მოდივეს თქვენს ოფისში. ლოკალური SEO მარტივად რომ ვთქვათ, არის Google Map SEO

რა არის Google Analytics და Google Search Console2024-07-26T12:11:55+04:00

ესენი არის Google-ს უფასო ხელსაწყოები, რომლებიც აუცილებელია, რომ ვიცოდეთ საიტზე შემოსვლელთა რაოდენობა, რა გვერდებს რა ხანგძლივობით ნახულობენ მომხმარებლები, რა საძიებო სიტყვებით პოულობს მომხმარებელი ჩვენს საიტს. ამისთვის საჭიროა საიტის კოდში გაიწეროს ანალიტიკის კოდი და Search Console-ში მოხდეს დომეინის მფლობელობის დადასტურება. ჩვენ თქვენი საიტისთვის გავაკეთებთ ამას.

რა არის ვებსაიტი?2024-07-26T12:06:50+04:00

ვებ გვერდების და მედია ფაილების ერთობლიობა, რომელთაც აქვთ განსაზღვრული სტრუქტურა და იმყოფება სერვერზე.

რა არის დომეინი და ჰოსტინგი?2024-07-26T12:06:50+04:00

დომეინი არის ვებ გვერდის მისამართი. მაგალითად https://www.shenisaiti.ge/ ეს არის სრული მისამართი. აქედან .ge არის პირველი დონის დომეინი, რომელიც ამ შემთხვევაში მიუთითებს ქვეყანაზე (ge – საქართველო). შესაძლებელია სახელის აღება სხვა ზონებშიც. shenisaiti კი სწორედ თვენი დომეინის სახელია. დომეინის სახელი შეგიძლიათ თავად აირჩიოთ და დაარეგისტრიროთ. საშუალო ღირებულება არის 10-15$.

ჰოსტინგი კი არის ფიზიკური სერვერი, რომელზეც მდებარეობს საიტი. დომეინი უნდა მიუთითებდეს კონკრეტულ ჰოსტინგზე. ჰოსტინგის შერჩევას დიდი ყურადღება უნდა. იგი უნდა იყოს ჩქარი, მოხერხებული მარტვის პანელით, არ უნდა ჰქონდეს ხშირი ჩავარდნები. ჰოსტინგის არჩევა ჯობია იმ ქვეყანაში სადაც არის თქვენი სამიზნე აუდიტორია.

რა უპირატესობა აქვს WordPress?2024-07-26T12:06:46+04:00

WordPress არის ყველაზე პოპულარული ძრავი საიტებისთვის მსოფლიოს მაშტაბით. ნახეთ დამატებით ბლოგი – რა არის WordPress.

რა ღირს საიტის შექმნა?2024-07-26T11:57:41+04:00

საიტის აწყობის ფასი დამოკიდებულია თუ რა ფუნქციონალია საჭირო.

ძირითადი ხარჯები ასე შეგვიძლია დავალაგოთ:

  • დომეინი
  • ჰოსტინგი
  • პრემიუმ თემა
  • თუ საჭიროა პრემიუმ პლაგინები
  • საიტის დეველოპერის ანაზღაურება
  • ფოტო/ვიდეო მასალა
  • ტექსტები – საიტის შიგთავსი
  • SEO ოპტიმიზაცია

რა დრო სჭირდება SEO-Ს2024-07-26T11:56:59+04:00

SEO არ იძლევა მყისიერ შედეგს. ხშირად SEO კომპანიას სჭირდება 3 ან 6 თვე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 6 თვის თავზე უნდა დავივიწყოთ SEO ოპტიმიზაცია. SEO მუდმივი პროცესია.

Go to Top