SEO ოპტიმიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპანიის წარმატებაში. ყველაზე პატარა ვებგვერდსაც კი გაუჭირდება რაიმე შედეგის მიღება საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის გარეშე.
ვებ-გვერდის ოპტიმიზაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა ბიზნესისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, SEO საშუალებას გაძლევთ, გრძელვადიან პერიოდში საგრძნობლად გაზარდოთ გაყიდვების მაჩვენებელი. თქვენ სანანებლად არ გაგიხდებათ საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაში გადახდილი თანხები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ოპტიმიზაციისგან მიღებული შედეგის სტაბილურობაა!
თქვენი საიტი, ხომ ჩვეულებრივი ბიზნეს ერთეულია, როგორც დისტრიბუცია ან ფიზიკური მაღაზია! SEO ოპტიმიზაციის ერთ-ერთი მიზანი, სწორედაც რომ თქვენი ბიზნესისთვის წარმატების მოტანაა.
საკვანძო SEO სერვისები
SEO სერვისების სრული სპექტრი
- 1
SEO სტრატეგიის შემუშავება – ყველა იარაღის და საშუელების სინქრონში მოყვანა, რათა მოხდეს საუკეთესო შედგების მიღწევა.
- 2
საკვანძო სიტყვების კვლევა (Keyword Research) – მაღალი ტრეფიკისა და რელევანტურობის მქონე საკვანძო სიტყვების მოძიება მათ შორის ისეთებზე, რომლებიც კარგად ასახავენ მყიდველის მისწრაფებებს.
- 3
კონკრეტული გვერდის საძიებო ოპტიმიზაცია (On-Page SEO) – მეტა ტეგების (title, description, headers) დახვეწა, კონტენტის დახვეწა, URL მისამართის სტრუქტურის დახევწა, შიდა ბმულების ოპტიმიზაცია და აშ.
- 4
ტექნიკური SEO – საიტის ჩატვირთვის სიჩქარის ოპტიმიზაცია, მობილური ვერსიის დახვეწა (Mobile-friendliness), XML sitemap-ის შექმა/დახვეწა, Robots.txt სწორი კონფიგურაცია, Schema markup გაწერა.
- 5
გარე ბმულების შექმნა (Off-Page SEO) – ბმულების მოძიება შექმნა, სოც მედიის ინტეგრაცია, ბლოგების შექმნა, ინფლუენსერებთან კომუნიკაცია.
- 6კონტენტის შექმნა და ოპტიმიზაცია – ბლოგები, სპეციალიზებული სტატიები, ინფოგრაფიკა, ვიდეო კონტენტი.
- 7ლოკალური SEO (Local SEO) – Google My Business ოპტიმიზაცია, ადგილობრივ საკვანძო სიტყვებზე ოპტიმიზაცია, მიმოხილვების და რეიტინგების მართვა.
- 8
SEO აუდიტი – კლიენტის საიტის დეტალური აუდიტი, კონკურენტების ვებ გვერდების ანალიზი, ტექნიკური აუდიტი (კონკრეტული შეცდომებისა და აღმოფხვრის გზების მითითებით), კონკურენტების აუდიტი და მონიტორინგი, კონტენტის აუდიტი და დახვეწის რეკომენდაციები.
- 9
რეპორტინგი და ანალიტიკა – მომხმარებელზე მორგებული, მარტივი ანგარიშები, რომლეიც არ მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას და გასაგებია ნებისმიერი ადამიანისათვის.
- 10ხმოვანი ძიების ოპტიმიზაცია (Voice Search Optimization) – კონტენტის ოპტიმიზაცია ხმოვანი ძიებისათვის, სასაუბრო საკვანძო სიტყვებზე ტარგეტირება.
- 11ონლაინ ვაჭრობის SEO (E-commerce SEO) – პროდუქტის გვერდების ოპტიმიზაცია, კატეგორისს გვერდების ოპტიმიზაცია, მთლიანი ონლაინ მაღაზიის ოპტიმიზაცია, ონლიან ვაჭრობისათვის საჭირო სპეციფიკური საკვანძო სიტყვების კვლევა.
- 12
ვიდეო SEO – YouTube არხის ოპტიმიზაცია, ვიდეოს აღწერისა და მეტა მონაცემების ოპტიმიზაცია, ვიდეო კონტენტის სტრატეგიის შექმნა.
- 13საერთაშორისო SEO (International SEO) – ვებ გვერდის თარგმნა, ენებისთვის საჭირო სპეციფიკური კოდების (Hreflang) სწორი გამოყენება, ქვეყანაზე მორგებული ოპტიმიზაცია.
- 14
SEO ტრეინინგები და სემინარები – მომხმარებლის საჭიოროებიდან გამომდინარე სპეციფიკური ტრეინინგები.
- 15
SEO მეთვალყურეობა (SEO Mentorship) – ონლაინ კონსულტაციები კონკრეტული მიზნებისა და ამოცანების გადასაჭრელად.
- 16ონლაინ რეპუტაციის მართვა (Online Reputation Managemnt – ORM) – ვებ სივრჩეში არსებული მიმოხილვების მართვა, პოზიტიური კონტენტის შექმნა, ნეგატიური კონტენტის პოზიციების დაწევა.
- 17ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძებული SEO – ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება, რუტინული და შრომატევადი პროცესების ავტომატიზაციისთვის.
რას ვაკეთებთ და რას არ ვაკეთებთ?
კარგი SEO ოპტიმიზაცია
ცუდი SEO ოპტიმიზაცია
საძიებო ოპტიმიზაციის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტების გუნდი მზადაა ემსახუროს თქვენი და თქვენი საიტის წარმატებას!
SEO ოპტიმიზაციის მნიშვნელობა ბიზნესისთვის
SEO ოპტიმიზაცია გადამწყვეტია ყველა ტიპის ბიზნესისთვის, თუ არაკომერციული სუბიექტისათვის. მნიშვნელობა არა აქვს, იქნება ეს უბნის პატარა მაღაზია თუ გლობალური კორპორაცია. მისი წყალობით პატარა კომპანიასაც საშუალება აქვს გაზარდოს ხილვადობა და კონკურენცია გაუწიოს დიდ კომპანიებს.
გაზრდილი ხილვადობა კი პირდაპირ პროპორციულად აისახება ვებსაიტის ტრეფიკზე, რაც დადებით გავლენას ახდენს კომპანიის გაყიდვებზე. SEO დახმარებით შეგიძლიათ მიაღწიოთ უფრო მაღალ კონვერსიის მაჩვენებლებს. ჩადებულ ინვესტიციას არა თუ ამოიღებთ, არამედ უფრო დიდ მოგებაზეც გახვალთ.
SEO არის მათი მთავარი იარაღი ონლაინ ხილვადობის შესანარჩუნებლად. სწორი SEO სტრატეგიით, ბიზნესებს შეუძლიათ გააუმჯობესონ ბრენდის ავტორიტეტი. SEO ასევე საშუალებას აძლევს მათ კონკურენტებზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვონ პოტენციური მომხმარებლის თვალში.
SEO ასევე დაგეხმარებათ ონლაინ რეპუტაციის მართვაში, რაც უზრუნველყოფს ბიზნესის შესახებ პოზიტიური და სწორი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
რატომ არის საძიებო ოპტიმიზაცია ციფრული მარკეტინგის მომავალი?
ციფრული მარკეტინგის მომავალი ემყარება SEO-ს, და თუ რატომ მალე შეიტყობთ.
მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი, ინტერნეტში ნახულობს პროდუქტისა თუ სერვისის შესახებ ინფორმაციას. გარდა ამისა, სულ უფრო მეტი ადამიანი ამჯობინებს ამა თუ იმ პროდუქტის ინტერნეტში ყიდვას.
ხალხი სხვა პლატფორმებთან შედარებით. უფრო მეტად ენდობა საძიებო სისტემებს, რელევანტური და სანდო ინფორმაციის მოძიების პროცესში. ბიზნესი, რომელიც საძიებო სისტემის შედეგების გვერდებზე (SERPs) უფრო მაღალ პოზიციაზეა, ბევრად მეტ პოტენციურ მომხმარებლებს იზიდავს.
ამასთან, SEO მუდმივად ვითარდება და მაქსიმალურად ერგება როგორც საძიებო სისტემის, ისე მომხმარებლის მოთხოვნებს. მისი დინამიური ბუნება უზრუნველყოფს, რომ ბიზნესმა შეძლოს მუდმივი განვითარება და გაუმჯობესება. SEO ეხმარება ბიზნესს, მაქსიმალურად მოერგოს მომხმარებლის სურვილებს და შესთავაზოს მას ზუსტად ის, რაც სურს!
რატომ SEO ოპტიმიზაცია და არა PPC ან სოცმედია?!
მიუხედავად იმისა, რომ Pay-Per-Click (PPC) რეკლამა და სოციალური მედიის კამპანიები ყოვლისმომცველი ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის ღირებული კომპონენტებია, SEO გთავაზობთ რიგ უნიკალურ უპირატესობებს, რაც მას შეუცვლელს ხდის.
სწორედ ამიტომ, SEO ოპტიმიზაციის პროცესში აუცილებელია თანმიმდევრული და სტრატეგიული მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის სურვილებისა და ბიზნესის მიერ მიწოდებული სერვისის თუ პროდუქტის შესაბამისობას.